Tuesday 29 June 2010

ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრის მიერ შერჩეული სახელმძღვანელოების ჩამონათვალი 2010-2011 სასწავლო წლისათვის

                                                            მე–5 კლასი

ქართული ენა და ლიტერატურა --ავტორები:  როდონაია,  ნაკუდაშვილი, არაბული ხუციშვილი დათაშვილი .  გამომცემლობა "სწავლანი". მასწავლებლის წიგნი - მოსწავლის რვეული  

                                                            მე–6 კლასი

ქართული ლიტერატურა --ავტორები : როდონაია, ქურციკიძე. გამომც. "სწავლანი"

ქართული ენა ---ავტ. კვაჭაძე  გამომც. "განათლება"

                                                           მე-7 კლასი

 ქართული ენა და ლიტერატურა --ავტორები:  როდონაია ,არაბული ,ხუციშვილი გამომც."სწავლანი"

  ქართული ენა-მე-7  ზმნა და მისი ფორმათწარმოება--მოსწავლის რვეული--ავტორი არაბული გამომც."საარი"

                                                       მე-8 კლასი

 ქართული ენა და ლიტერატურა --ავტორები:  როდონაია, არაბული ,ხუციშვილი გამომცემლობა "სწავლანი".

ქართული ენა მე-8 კლ.სინტაქსური კავშირი --მოსწავლის რვეული. ავთანდილ არაბული ---გამომცემლობა" საარი"

                                                    მე-9 კლასი

ქართული ენა და ლიტერატურა --ავტორები:  როდონაია,  ნაკუდაშვილი, არაბული ხუციშვილი .  გამომცემლობა "სწავლანი"

ქართული ენა მე-9 კლ ტექსტის ენობრივი ანალიზი (მოსწავლის რვეული) .ავტ: ავთანდილ არაბული .გამომც." საარი"

                                                  მე-10 კლასი

ქართული ენა-ლიტერატურა ავტ :გიგინეიშვილი ,გრიგალაშვილი, როდონაია ,არაბული 

ქართული ენა  მე-10 კლასის სახელმძღვანელო (დამხმარე )ტექსტების ანალიზი და მოდელირება , მართლწერის საკითხები. ავტორები: არაბული ,რეხვიაშვილი ,შარაშენიძე ,შაყულაშვილი.

                                                 მე-11 კლასი 

ქართული ენა და ლიტერატურა --ავტორები:  როდონაია,  ნაკუდაშვილი, არაბული ხუციშვილი ,დათაშვილი . (მე-19 საუკუნის  მწერლობა) გამომცემლობა "სწავლანი". მასწავლებლის წიგნი - მოსწავლის რვეული

                                              მე-12 კლასი

ქართული ენა და ლიტერატურა  ავტორები :ვასაძე ,მუზაშვილი ,ჩუბინიძე გამომც ."დიოგენე"

Monday 28 June 2010

მასწავლებლის მიერ სასწავლო პროცესის დაგეგმვა

მასწავლებლის მიერ სასწავლო პროცესის დაგეგმვა
ყველა სკოლაში (სადაც საგნის ერთზე მეტი მასწავლებელია) სასურველია
არსებობდეს საგნობრივი ჯგუფების მასწავლებელთა კათედრები, რომლებიც
საგნობრივი ჯგუფის ყველა მასწავლებელს გააერთიანებს. კათედრა საგნობრივი
ჯგუფის ყველა მასწავლებლის ერთობლიობის პირობითი სახელია. კათედრების
მუშაობის ფუნქციები შეიძლება იყოს:
• საგნობრივი ჯგუფის საგნის/საგნების სწავლების კოორდინაცია;
• ერთმანეთის გამოცდილების გაზიარება, წარმატებების წინაპირობების
განსაზღვრა და პრობლემების გადაჭრის გზების ძიება;
• სახელმძღვანელოების შერჩევა;
• შეფასების კომპონენტების შემუშავება და აღწერა
• სხვა საგნობრივი ჯგუფების მასწავლებლებთან კოორდინირებული მუშაობის
წარმოება (მაგ. ისტორიასა და ქართულში საერთო თემატიკის შეთანხმება,
ექსკურსიებზე საერთო დავალებების მოფიქრება და სხვა.);
• პროფესიული განვითარების გზების დასახვა;
• რეკომენდაციების შემუშავება დამხმარე სასწავლო მასალებისა და
ბიბლიოთეკისთვის საჭირო წიგნების შესახებ;
• რეკომენდაციების შემუშავება ახალი მეთოდოლოგიებისა და მიდგომების
შესახებ.
ზოგიერთ სკოლაში დაწყებითი საფეხურის მასწავლებლები ცალკე კათედრაზე
ერთიანდებიან. ეს მათ ეხმარება დაწყებით კლასებში არსებული პრობლემები
ერთობლივად და საგნებს შორის შეთანხმების საფუძველზე შეათანხმონ.
კათედრის ეფექტური მუშაობისთვის სასურველია თავმჯდომარის არჩევა ერთი
წლის ვადით. სასურველია თავმჯდომარედ იგივე მასწავლებელი აირჩეს მხოლოდ
იმის შემდეგ, რაც საგნობრივი ჯგუფის ყველა წევრი ერთხელ მაინც იქნება
თავმჯდომარე. თავმჯდომარის ფუნქციებია:
• რეგულარული შეხვედრების ორგანიზება (დღის წესრიგის მომზადება,
საჭიროების შემთხვევაში ოქმებისა და საბუთების წარმოება);
• საგნობრივი ჯგუფის საბჭოების გადაწყვეტილებების მიწოდება სკოლის მართვის
ორგანოებისათვის (მაგ. წიგნების არჩევის თაობაზე);
• პროფესიული განვითარებისთვის სასარგებლო ღონისძიებების ორგანიზება
(ტრენინგების, კონფერენციების და სხვა. მოწყობა).
შესაძლებელია კათედრის თავჯდომარეობა სკოლაში ერთგვარი წახალისების
ელემენტიც იყოს იმ მასწავლებლებისთვის, რომლებიც უფრო მეტად ზრუნავენ
სკოლისა და საკუთარი შესაძლებლობების განვითარებაზე.
შესაძლებელია კათედრებმა შემოიღონ თითოეულ საგნობრივ ჯგუფში საუკეთესო
მოსწავლის (საფეხურის ან კლასის მიხედვით) პრიზი, რომელიც ყოველ წელს
სკოლის დამთავრებისას საერთო შეკრებაზე გადაეცემა.
კათედრის მუშაობა ეფექტიანი იქნება, თუ მისი წევრები რეგულარულად
შეიკრიბებიან (ერთხელ მაინც თითო ტრიმესტრში). სასურველია კათედრის შეკრება
წლის დასაწყისში. ამ შეკრებებზე სასურველია მოხდეს ეროვნული სასწავლო გეგმის
საგნობრივი პროგრამებისა და, შესაბამისად, არჩეული სახელმძღვანე-ლოების
განხილვა. წინასწარ უნდა მოხდეს იმის განხილვა: თუ რა საჭიროებები ექნებათ
მასწავლებლებს წლის განმავლობაში; რა პრობლემების გადაჭრა იქნება
აუცილებელი; რა რესურსების გამოყენება იქნება საჭირო ეფექტურად სწავლებისას
და ა.შ. ტრიმესტრების ბოლოს კათედრის შეხვედრისას ასევე უნდა გადაიხედოს
საგანმანათლებლო სტანდარტის შესრულების მიმდინარეობა. ამ დროისთვის უნდა
მოხდეს პრობლემების გამოვლენა და შეფასება, თუ რა ხარისხით იქნება
შესაძლებელი ყველა მოსწავლისთვის საგნობრივ პროგრამებში აღწერილი შედეგების
მიღწევა.